ქონების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებები

Published on 29 September 2026 at 08:00

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ოჯახის შემოსავლის ზღვრის განსაზღვრას 100 000 ლარის ოდენობით.

კერძოდ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული იქნება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს.

კანონპროექტით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8%-ისა და არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.

გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის ბოლოს არსებული დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება.

მნიშვნელოვანია 2026 წლის დეკლარირებისთვისაც.

კანონპროექტის თანახმად, კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

გასათვალისწინებელია: აღნიშნული ცვლილებები ამ ეტაპზე წარმოდგენილია კანონპროექტის სახით.