2026 წლის 30 სექტემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა, რომელიც ფიზიკური პირების ქონების გადასახადს ეხება.
ახალი წესის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება, გარდა მიწისა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია, თუ მისი ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება.
შესაბამისად, თუ ოჯახის წინა წლის შემოსავალი 100 000 ლარზე მეტია, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8%-ისა და არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.
გადასახადის გამოსათვლელად გათვალისწინებული იქნება მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის ბოლოს არსებული დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი წესი მხოლოდ მომავალ პერიოდებს არ ეხება — კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ მისი მოქმედება ვრცელდება იმ ქონების გადასახადზეც, რომლის დეკლარირება 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
კანონი: №1874-VIმს-XIმპ
თარიღი: 30 სექტემბერი, 2026 წელი