საქართველოში მოქმედი საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას სხვადასხვა სტანდარტის შესაბამისად აწარმოებენ. გამოსაყენებელი სტანდარტი დამოკიდებულია საწარმოს კატეგორიაზე, რომელიც განისაზღვრება მისი აქტივების ღირებულებით, შემოსავლითა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობით.
აღნიშნულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“.
კანონმდებლობის მიხედვით, საწარმოები იყოფა ოთხ კატეგორიად.
საწარმოს შესაბამის კატეგორიაში მოსახვედრად აუცილებელია სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორის დაკმაყოფილება.
საწარმოთა კატეგორიები და კრიტერიუმები
მნიშვნელოვანია, რომ მესამე კატეგორიას მიეკუთვნება საწარმო, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის, ხოლო მეორე კატეგორიას — საწარმო, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის.
ფინანსური ანგარიშგების რომელი სტანდარტი უნდა გამოიყენოს საწარმომ?
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების რამდენიმე სტანდარტს. მათი გამოყენება საწარმოს კატეგორიაზეა დამოკიდებული.
I კატეგორია - IFRS
II კატეგორია - IFRS for SMEs ან IFRS
III კატეგორია - IFRS for SMEs ან IFRS
IV კატეგორია - IV კატეგორიის სტანდარტი ან IFRS for SMEs ან IFRS
სდპ - IFRS აიპ - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი
პირველი კატეგორიის საწარმოები ვალდებული არიან, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.
იგივე ვალდებულება ვრცელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირებზე (სდპ).
მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის ძირითადად გამოიყენება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი IFRS for SMEs. თუმცა კანონმდებლობა მათ აძლევს უფლებას, სურვილის შემთხვევაში გამოიყენონ IFRS.
მეოთხე კატეგორიის საწარმოები ძირითადად გამოიყენება მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი. ეს სტანდარტი განკუთვნილია შედარებით მცირე მასშტაბის საწარმოებისთვის და ითვალისწინებს მათი საქმიანობის სპეციფიკას. თუმცა კანონმდებლობა მათ აძლევს უფლებას, სურვილის შემთხვევაში გამოიყენონ IFRS for SMEs ან IFRS.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ძირითადად გამოიყენება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი. თუმცა კანონმდებლობა მათ აძლევს უფლებას, სურვილის შემთხვევაში გამოიყენონ IFRS for SMEs ან IFRS.
რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი სტანდარტის შერჩევა?
საწარმოს კატეგორიისა და შესაბამისი სტანდარტის სწორად განსაზღვრა აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების სათანადოდ მოსამზადებლად. არასწორად შერჩეულმა სტანდარტმა შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური ინფორმაციის არასწორი წარდგენა, ანგარიშგების კორექტირების აუცილებლობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
კანონმდებლობა ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს საწარმოს კატეგორიის მიხედვით, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში უფრო მაღალი დონის სტანდარტის გამოყენების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. საწარმოს კატეგორიის სწორად განსაზღვრა და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის გამოყენება გამჭვირვალე და სანდო ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელოვანი საფუძველია.
⸻
Tax Solutions
საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება